პუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა.

,,რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა.

ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.

მსგავსი თემები