,,ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას” – მედვედევი

,,ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას”. წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მსგავსი თემები