ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლნისსა და მარნეულში უკვე შევიდა

  •  

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებთან ჯარი დგას. ქვემო ქართლის რეგიონში ფუნქციონირებს სპეციალური გამშვები პუნქტები და პოლიციასთან ერთად, რისკზონაში გადაადგილებას ჯარი აკონტროლებს.

ადგილობრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი ორივე მუნიციპალიტეტში უკვე შევიდა. გარკვეული პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც მარნეულში ცხოვრობენ, თუმცა ქალაქში ჩაწერილი არ არიან.

მარნეულში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩებში მაინც გადაადგილდება.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი პრემიერ-მინისტრმა გუშინ, გვიან ღამით სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა. გიორგი გახარიაამ მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი დაასახელა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ხოლო მისი კონტაქტების სია ვრცელია.

მსგავსი თემები