რუსეთის მიერ გაშვებული 22 ,,შაჰიდიდან” 17 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 17 გაანადგურეს.

მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. ისინი ხარკოვის ოლქს უტევდნენ S-300/S-400 ტიპის რაკეტებითაც, სუმის ოლქს კი X-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით.

,,საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ჩამოვაგდეთ 17 “შაჰიდი” კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ზაპორიჟიესა და რივნეს რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები