ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ვარშავაში, ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ, ეჭვმიტანილი მოპარული ჩანთების ლომბარდში ჩაბარების მცდელობისას აიყვანა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცი მოპარულ ჩანთებს მაისურის ქვეშ მალავდა. პოლიციამ ინფორმაცია მაღაზიის მოლარესთან გადაამოწმა. ვარშავის საოლქო პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოქმედების პირობებში, დაახლოებით 2 500 ლარის ღირებულების ქონების ქურდობისთვის 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები