,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი” – კირბი

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი იმის გათვალისწინებით, რო პუტინმა პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა და მის წინააღმდეგ კენჭისყრაში სხვებს ხელი შეუშალა”. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მსგავსი თემები