სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და EU-ს ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პრეზიდენტმა და ელჩებმა ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივის – “ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ – მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები და 2024 წლის არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.

მსგავსი თემები