ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ვაშაძეს, ან ზურაბიშვილს მათთან კოალიციას – ანრი ოხანაშვილი

ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ვაშაძეს, ან ზურაბიშვილს მათთან კოალიციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობს. არავითარი ოპოზიციური პოლიტიკურ სუბიექტები, რომლებიც დამოუკიდებელ დღის წესრიგს ქმნიან, არ არსებობს. აქ არსებობს ერთადერთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი სატელიტები. ხდება საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები „ნაცმოძრაობას“ უქმნიან კოალიციას. ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ვაშაძეს, ან ზურაბიშვილს მათთან კოალიციას. როგორც დაავალებენ, „ნაცმოძრაობა“ რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის მეშვეობით, ეს ასე იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ძლევს, ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებს, პარალელურად, ცდილობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას. ოპოზიციის წევრები საუბრობენ კოალიციურ მმართველობაზე და საჯაროდ არ აღიარებენ, რომ კოალიციის შექმნა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოუწევთ. კითხვაზე კი თუ როგორ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, პასუხი არ აქვთ.

მსგავსი თემები