ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრულ ლიკვიდაციამდე – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრულ ლიკვიდაციამდე, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

მინისტრმა თქვა, რომ ისრაელი არ დაუშვებს „ჰამასის“ მმართველ ძალად ჩამოყალიბებას და მის გასანადგურებლად იმდენ ხანს იბრძოლებს, რამდენიც საჭირო იქნება. პარალელურად, ისრაელმა უარი თქვა ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტის საკითხზე ეგვიპტეში დაწყებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, მოტივად კი „ჰამასის“ მიერ მძევლების სიის გადაცემაზე უარი დაასახელა.

ულტიმატუმს აყენებს „ჰამასიც“ და აცხადებს, რომ ზავის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იმ პირობით, თუ ისრაელი ღაზიდან ჯარებს გაიყვანს და ანკლავისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გაზრდის.

მსგავსი თემები