ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში “რუხი ზონები” ისევ არსებობდეს – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ და გერმანია მათ დაეხმარება.

,,ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში “რუხი ზონები” კვლავ არსებობდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს საკუთარი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია. ეს მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერას მათი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათი მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პერსპექტივების შეთავაზებაში…

რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე, გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს საერთო ამოცანა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს ვამატებთ,” – თქვა ბერბოკმა.

მსგავსი თემები