გერმანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ გერმანიაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 21-მდე კი დაშავდა.

ინციდენტი ბედბურგ-ჰაუში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მოხდა. თავშესაფრიდან 46 მაცხოვრებელი უკვე ევაკუირებულია.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილას დაშავდნენ მეხანძრე და მაშველი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ.

მსგავსი თემები