ათენიდან ქუთაისში გამოფრენილი თვითმფრინავი, გაურკვეველი მიზეზების გამო, თბილისის აეროპორტში დაჯდა

ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი, გაურკვეველი მიზეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა თუმცა არ საუბრობენ, კონკრეტულად რა მოხდა.

აეროპორტში მგზავრების დასახვედრად არაერთი ადამიანი შეიკრინა. ისინი ამბობენ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთში სპეციალურად ამ რეისსთვის ჩამოვიდნენ თვითმფრინავი კი პირიქით დაჯდა.

მსგავსი თემები