43 ქვეყანა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს

43 ქვეყანა, მათ შორის აშშ, ევროკავშირი და ბრიტანეთი, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

,,ჩვენ აღშფოთებულნი ვართ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილით. რუსეთმა უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ”, – განუცხადა ევროკავშირის ელჩმა, ლოტე კნუდსენმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

მსგავსი თემები