საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნებს პოლიციამ მიაკვლია.

ამ დროისათვის ორივე მათგანი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გოგო აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ბიჭს მისი სურვილით გაჰყვა.

გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა.

ბავშვის მამის თქმით, არასრულწლოვანის ხელი თანასოფლელმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ სთხოვა, თუმცა ოჯახისგან უარი მიიღო. ბიჭის ნათესავები კი აცხადებდნენ, რომ გოგომ ბიჭს “ცოლად გაყოლა” თავად სთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს დაწყებული.

მსგავსი თემები