უფსკრული, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის დიდია, ამიტომ ნუ გაუკვირდებათ მარცხი მომდევნო არჩევნებზე – მიხეილ სარჯველაძე

უფსკრული, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის დიდია, ამიტომ ნუ გაუკვირდებათ მარცხი მომდევნო არჩევნებზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ შეიძლება ის, რაც მწვავე პრობლემად აღიქმება საზოგადოებისთვის, ამ საკითხის დარეგულირების მცდელობისგან თავი შეიკავო. ეს, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ისინი ზურგს აქცევენ მოქალაქეების მიერ აღქმულ საჭიროებებს, მოქალაქეები ხედავენ ამ საჭიროებას. ამისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს ოპოზიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდია უფსკრული, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ ნუ გაუკვირდებათ მარცხი მომდევნო არჩევნებზე“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ანტიპროპაგანდისტულ კანონზე მუშაობას რადიკალური ოპოზიცია არ უერთდება. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია პირდაპირ ამბობს, რომ არ იზიარებს მმართველი გუნდის ინიციატივას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლა აქტუალური არაა.

მსგავსი თემები