პაკისტანში მეწყრებისა და ძლიერი თოვლის გამო 30-მდე ადამიანი დაიღუპა, მათგან 16 ბავშვია

პაკისტანში მეწყრებისა და ძლიერი თოვლის გამო, ბოლო 48 საათში 29 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 50. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ბავშვები არიან. კატასტროფების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 14. გარდა ამისა, ქვეყნის ყარაკორამის გზატკეცილი, რომელიც პაკისტანს ჩინეთთან აკავშირებს, კვლავ მეწყრების გამო ბლოკირებულია.

მეტი...

საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს

საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. ,,საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. 2023 წელს, 965 მათგანი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტებიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდება”, – დაწერა საელჩომ.

მეტი...

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო. პროცესი 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით…

მეტი...

ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს

ფინეთი, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, NATO-ს Nordic Response 2024-ის წვრთნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ ნორვეგიის ხელმძღვანელობით Nordic Response 2024 სამხედრო წვრთნები ორშაბათს, 4 მარტს ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში დაიწყება. ,,12-დღიანი წვრთნები მნიშვნელოვანია ფინეთისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყველაზე დიდი წვრთნებია, რომელსაც ფინეთის თავდაცვის ძალები საზღვარგარეთ ოდესმე შეერთებია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფინეთი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრაქტიკას განახორციელებს, როგორც ნატოს წევრი”, – ნათქვამია განცხადებაში. Nordic Response სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მოიცავს, რომელშიც დაახლოებით 20 000 მონაწილე 14 ქვეყნიდან მონაწილეობს, მათ შორის 4 100 ფინელი…

მეტი...

ჰაიტიში არეულობის შედეგად ციხიდან 4 000-მდე პატიმარი გაიქცა

ჰაიტიში, დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ძალების შეჭრის შედეგად 4 000-მდე პატიმარი გაიქცა. სროლის ტალღას ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პატიმრებს შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალად 2021 წელს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობა ედებოდათ. ბანდების მხრიდან ძალადობა, ბოლო წლებში, 2021 წლის პრეზიდენტის მოისეს მკვლელობის შემდეგ გაუარესდა. ისინი პრემიერმინისტრ არიელ ჰენრის გადაყენებას ისახავენ მიზნად და ამ დროისთვის, პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ. ძალადობამ მას შემდეგ იმატა, რაც ხუთშაბათს პრემიერმინისტრი ნაირობიში გაემგზავრა, რათა ჰაიტიში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნა განეხილა. პარასკევს, კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ თქვა, რომ მან და…

მეტი...

ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად “რესპუბლიკელების” პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა ხმების 62.9% მოიპოვა, თავად აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კი – 33.2%. ჰეილის კოლუმბიის ოლქიდან 19 დელეგატის ხმა ექნება. ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა. მათ შორის, მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. 5 მარტს აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც “რესპუბლიკელების” შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები კი 5 ნოემბერს გაიმართება.

მეტი...

ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 თვის ბავშვია

ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ინფორმაციას შსს სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ,,ოდესაში მაშველებმა DSNS-მ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს. რუსული თავდასხმის შედეგად სულ 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 5 ბავშვი… ამ ტერაქტის ყველაზე პატარა მსხვერპლი, ბიჭი ტიმოთი, მხოლოდ 4 თვის იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, იყო მსხვერპლის გვერდით. დონეცკის კურახოვში ბავშვებიც დაშავდნენ. დღეს შუადღისას, ოკუპანტებმა ხუთსართულიან კორპუსს საჰაერო ბომბით შეუტიეს. ამ დროისთვის ცნობილია 16 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვი – 2006 და 2009…

მეტი...

თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა – ზელენსკი

თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ,,მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხეთ შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. სწორედ ისინი ყრიან ამ ბომბებს და კლავენ. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა”, – აღნიშნა ზელენსკიმ. თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაგდეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ომის წინა თვეებში. რუსული მხარე ამ ციფრებს არ ადასტურებს.

მეტი...

ქობულეთში, ხიდიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია

40 წლამდე ქალი, რომელიც ქობულეთში ხიდიდან გადავარდა, გადარჩა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. ,,ექსკურსიაზე იყვნენ ველოსიპედებით და სურათის გადაღების დროს ვერ დაიმორჩილა საჭე და პატარა ხიდიდან გადავარდა. წელის მალები არის დაზიანებული და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარი. მისი მდგომარეობა სტაბილურია,” – ამბობს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, გელა გორგილაძე. ცნობისთვის, დაშავებული ბელარუსის მოქალაქეა. ის სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშის მახლობლად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

მეტი...