,,უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია” – მედვედევის გეოგრაფიული ლექცია

უკრაინა რუსეთია და ალტერნატიული კონცეფცია „სამუდამოდ უნდა გაქრეს“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევმა ლექცია ჩაატარა მარათონზე სახელწოდებით “გეოგრაფიული და სტრატეგიული საზღვრები” და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი “სპეცოპერაციას გამარჯვებამდე მიიყვანს”.

მისივე თქმით, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ “კიევი აღიარებს სპეცოპერაციის შედეგად გაჩენილ რეალობას”.

მსგავსი თემები