ლანჩხუთში მესამე დღეა 91 წლის კაცს ეძებენ

ლანჩხუთში ოჯახი 91 წლის ოთარი შაინიძეს ეძებს. მოხუცი სახლიდან შაბათს, 2 მარტს, საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ არაფერი სმენიათ.

ოჯახის ინფორმაციით, მას შავი შარვალი და მუქი მწვანე მაისური აცვია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაკარგულის შესახებ, დარეკეთ ნომერზე: 558 41 70 10, 558 201 017.

მსგავსი თემები