კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი დაიდგმება

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალის დადგმა იგეგმება. მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მემორიალი რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს, ასევე, განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული მდებარეობაც.

შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად გადამოწმდება შერჩეული ადგილები, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი გახდება სამუშაოების დაგეგმვა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები