პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს – ზელენსკი

პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც დიდი ხანია, გასცდა როგორც ეკონომიკის, ისე მორალის საზღვრებს. უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება, გამოიყენო სისხლიანი ქვეყნის სირთულეები შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. თუმცა ამასაც გადავლახავთ. დარწმუნებული ვარ, უკრაინას შეუძლია, გაუძლოს, მიაღწიოს თავის მიზნებს და დაამარცხოს რუსული ტერორი. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პოლონელი ფერმერები უკრაინიდან იაფი მარცვლეულის მასობრივი იმპორტის გამო პროტესტს განაგრძობენ, გადაკეტილი აქვთ სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ათასობით სატვირთო ავტომობილს პოლონეთში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

მსგავსი თემები