შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე აქციზი შემცირდეს

შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადი შემცირდეს. შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.

აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე 60-დან 30 ლარამდე შემცირდება.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად, დაახლოებით 24 965 047,2 ლარით შემცირდება.

მსგავსი თემები