28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმენენ.
ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იქნება პარლამენტში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება.
კომიტეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.