ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელებმა იჩხუბეს – მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელი მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა პოლიციას მიმართა. ის ამბობს, რომ ბავშვს დაზიანებები აღენიშნებოდა და სკოლაში სისტემატურად ჩაგრავდნენ.

არსებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

სკოლის დირექციაში ამბობენ, რომ ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ, ამ მასთან მუშაობა ფსიქოლოგს დაეწყო. სკოლაში ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეები თამაშობდნენ.

მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა.

მსგავსი თემები