საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს – როლანდ პრაისი

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან.

საქართველოს როლს რაც შეეხება, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა შუა დერეფანში“, – აღნიშნა როლანდ პრაისმა.

ამ წუთებში მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება. შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებასა და გამოწვევებზე იმ ქვეყნების წარმომადგენლები მსჯელობენ, რომლებიც შუ დერეფანს აერთიანებენ. ღონისძიებას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის მთავრობის ოფიცილური პირები და კერძო სექტორის წარმომადგნელები ესწრებიან.

მსგავსი თემები