ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს პატიმრობა შეუფარდეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ცოლ-ქმარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეები არიან და საქართველოში ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 4 დღის წინ შემოვიდნენ.

პოლიციამ დაკავებისას დაფასოებულ მდგომარეობაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება “მეთადონი” ამოიღო. უცნობია როგორ მოახერხეს მათ საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები