ქედაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქედის მუნიციპალიტეტში, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კორპუსში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ფოტო: TV25

მსგავსი თემები