რუსეთი ბენზინის ექსპორტს ექვსი თვით კრძალავს

რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება. აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა.

გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთმა, შესაძლოა, მოსთხოვოს ნავთობკომპანიებს, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია.

როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

მსგავსი თემები