კულება უკრაინელებს მოუწოდებს დაბრუნდნენ სამშობლოში და მის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, დაბრუნდნენ სამშობლოში და მის დაცვაში წვლილი შეიტანონ.

,,ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება.

ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირდაპირი პირადი წვლილით”, – აღნიშნა კულებამ.

ცნობისთვის, დაახლოებით ექვს მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში გადავიდა.

მსგავსი თემები