14 წლის გოგო 21 წლის ბიჭთან ერთად სახლიდან გაიპარა – ოჯახი ფაქტს მალავდა

არასრულწლოვანი გოგოს გათხოვების ფაქტს ოჯახი მალავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობით სკოლის ადმინისტრაცია დაინტერესდა, მშობლებმა ფაქტი აღიარეს. სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია ჩართო. 21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. სად არის მე-9 კლასის მოსწავლე გოგო, ინფორმაცია არ ვრცლედება.

მეტი...

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ტამამ შუიოკი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიის წარდგენილი კანდიდატი ტამამ შუიოკი აირჩია. მანამდე შუიოკი უკგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ის ოფიციალურად ახალ თანამდებობას 8 დღეში დაიკავებს. მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სპიკერი ლასლო კევერი იქნება. უნგრეთის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ერთხმად მიიღო პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომის განცხადება. შეგახსენებთ, რომ მან 10 თებერვალს ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის საქმის დაფარვისთვის, მსჯავრდადებული კაცის შეწყალების სკანდალის შემდეგ, გადადგომა გამოაცხადა.

მეტი...

“ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია – IDF

სამხრეთ ლიბანში, ავიაიერიშის შედეგად “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ჰასან ჰუსეინ სალამი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას IDF-ი ავრცელებს. მათი თქმით, ჰასან ჰუსეინ სალამი “ჰეზბოლას” რეგიონული დანაყოფის მეთაური და ისრაელის ჯარებზე და ისრაელის თემებზე ჩრდილოეთ ისრაელში თავდასხმებს ზედამხედველობდა. ბოლო თავდასხმები, რომლებშიც სალამი მონაწილეობდა, მოიცავდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმებს კირიათ შმონაზე და 769-ე “ჰირამის” რეგიონული ბრიგადის ბაზაზე. მანამდე მისი სიკვდილი “ჰეზბოლამ” გამოაცხადა, თუმცა ის მეთაურად არ მოუხსენიებიათ.

მეტი...

ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან მასთან არასდროს უბრძოლია – ზელენსკი

,,ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან მასთან არასდროს უბრძოლია”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ამერიკელების წინააღმდეგ წავა”, თუ უკრაინის ნაცვლად რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს. უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ ტრამპს, რომელიც ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, პუტინის მიზნების არ ესმის. ,,ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ შეხვედრია… მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს… მე უკეთესად მესმის… ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება”, – ამბობს ზელენსკი.

მეტი...

ისრაელმა “ჰამასის” გვირაბების ახალი ქსელი აღმოაჩინა

ისრაელმა “ჰამასის” გვირაბების ახალი ქსელი აღმოაჩინა, რომელიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში, მათ შორის საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის ქვეშ გადის. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, გვირაბის ქსელი, 10 კილომეტრზე მეტი სიგრძით, გადიოდა თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოსა და ახლომდებარე უნივერსიტეტის ქვეშ და ღაზას ქალაქ ზეიტუნამდე აღწევდა. გვირაბი გამოიყენებოდა “ჰამასის” ღაზას ქალაქის და ცენტრალური ბანაკების ბრიგადების მიერ, ტერიტორიებს შორის ოპერატიული ძალების გადასაადგილებლად. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ქსელში აღმოაჩინა საცხოვრებელი ოთახები, სველი წერტილები და იარაღის საწყობები, ასევე “ჰამასის” რამდენიმე ოპერატორის ცხედარი.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს. მათი თქმით, მორიგი სამხედრო დახმარება უპილოტო საფრენ აპარატებს, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმებისგან გამწმენდ მანქანებს მოიცავს. ,,სამხედრო დახმარება მიწოდებულია ორი განსხვავებული გზით: ერთი მხრივ, არის ფედერალური მთავრობის სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც გამოიყენება სამხედრო ტექნიკისა და სხვა მასალების მიწოდების დასაფინანსებლად. მეორე მხრივ, არის მიწოდებები ფედერალური შეიარაღებული ძალების მარაგებიდან. საერთო ჯამში, გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ ამ დრომდე გასცა ან აიღო ვალდებულება მომავალი წლების სამხედრო დახმარებისთვის, დაახლოებით 28 მილიარდი ევროს ღირებულებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეტი...

საქართველოში ევროკავშირის ელჩი განცხადება ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ,,დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები. როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია…

მეტი...

უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ უკრაინაში სახმელეთო ჯარები გაიგზავნოს. ამის შესახებ მან პარიზში, მის მიერ მოწვეული 20 ევროპელი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გნაცხადა. მისი თქმით, საკითხზე ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი. ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ღია დისკუსია გაიმართა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. საფრანგეთის პრეზიდენტმა დააანონსა ახალი კოალიცია, რომელიც იმუშავებს უკრაინისთვის საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. საფრანგეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები “შექმნიან კოალიციას ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისთვის და ბომბებისთვის”, – თქვა…

მეტი...

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ გასართობ ობიექტში შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ, სავარაუდოდ, შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ის დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. დაჭრილი კაცი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...