დააკავეს კაცი, რომელიც ნივთების მოსაპარად მაღაზიაში მანეკენივით იდგა

პოლონეთში, დააკავეს კაცი, რომელიც ნივთების მოსაპარად მაღაზიაში მანეკენივით იდგა. 22 წლის დამნაშავე ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიიდან ძვირფასეულობის გატანას აპირებდა. ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, სადაც ჩანს რომ თითქმის ერთი საათის განმავლობაში მანეკენივით უძრავად იდგა და ხელში ძვირფასეულობით სავსე ჩანთა ეჭირა.

არსებული ინფორმაციით, იმავე დღეს კაცმა სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვა მაღაზიიდანაც გაიტანა ძვირფასეულობა. მას ქურდობა ედება ბრალად და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მაღაზიის თანამშრომლებმა და თვითმხილველებმა დაკითხვისას აღნიშნეს, რომ მათ საეჭვო გარემოება ვერ შენიშნეს, რადგან კაცი ფანჯარასთან რეალური მანეკენივით იდგა. პოლიციელები ადგილზე მაშინ გამოცხადდნენ, როდესაც მაღაზიის დაკეტვისას მან მოძრაობა დაიწყო და კარის დაკეტვამდე, მოპარული ძვირფასეულობით, გარეთ გაღწევა სცადა. იგი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია და “არც დიდი რაოდენობით ძვირფასეულობის მოპარვა აპირებდა”.

მსგავსი თემები