პოლონეთში, მკვლელობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 8-დან 25 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პოლონეთში, ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ მისთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა.

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია ორი უკრაინელი ქალიც, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღის მოშორებას შეეცადნენ.

საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები