„გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები“ – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიაც მიმართა და მოუწოდა, ყალბი ანგარიშები გააუქმონ და ანგარიშებიც დახურონ.

„გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ფინანსების მოსაზიდად ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნია.

„ბატონმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვქმნით იმისათვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ და რა არის ამაში ცუდიო? ამასაც ვერ ხვდება. ავხსნი რა არის ცუდი. ყალბი NGO-ების სქემები, როგორც ჩანს, ძალიან პოპულარული გახდა ოპოზიციურ პარტიებში დაფინანსებისთვის. დაფინანსება საიდან არის, უცხოეთიდან ხომ? ჯერ ერთი, აკრძალულია და მეორე, რომელი ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს უცხოური დაფინანსებით პარტიებში? ყველა ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია. როდის ხდება იცით ეს პრობლემა? რატომ ვერაფერს ამბობთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

მსგავსი თემები