„საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია“ – პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშილის განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევაა ის, როცა პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე დადის ვიზიტებზე.

„საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად მიუთითეს საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ და მაინც, მან გადაწყვიტა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები