6 წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

2018 წლის 22 თებერვალს, ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.

მის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ხელისუფლებამ ოპოზიციის  ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია დაამტკიცა. ამ რეზოლუციით მთავრობას დაევალა დამნაშავეების დასასჯელად ემოქმედა, თუმცა დღემდე არაფერი გაუკეთებია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ  რომ  ახალი პრემიერი ამ საკითხს თავიდან შეისწავლის.

მსგავსი თემები