„სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო იმიჯი დააზიანა“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე  პრეზიდენტის მიერ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ არაერთგზის მოხდა.

“ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვან ხელისუფლების სხვა შტოებმა. ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოგადოებას და მომავალ თაობებს? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია? ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები