„თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეიზდენტი უკრაინის მარცხ რუსეთთან არც განიხილავს და აცხადებს, რომ ეს რომ მოხდეს, ევროკავშირის ღირებულებებიც დამარცხდება.

„უკრაინის მარცხი არ შეიძლება განიხილებოდეს. ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას. თუ ეს მოხდება,  ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში. ცხადია, რომ თუ უკრაინა  ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, – აცხადებს შარლ მიშელი.

მან უკრაინასთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშმა, რომ ეს ამ ქვეყნის დახმარებაა.

„არსებობს ერთადერთი გეგმა,  მხოლოდ ერთადერთი. ეს არის უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ ის უნდა შევძლოთ“ – აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

მსგავსი თემები