„უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა“ – პაპუაშვილი პრეზიდენტზე

 „ეს არის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, მომავალ თაობას? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია? – უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა“ – აცხადებს საქართელოს პრეზიდენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი რადიკალიზმის ფერხულშია ჩაბმული.

,,რაოდენ სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე“ – განმარტავს პაპუაშვილი.

მან პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა და ანგარიშიც გაიხსენა და აღნიშმა, რომ  სალომე ზურაბიშვილის  გამოსვლამ კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა.

,,ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა“ – აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

 

მსგავსი თემები