,,საათნახევარი ხმით ვტიროდი” – მამა შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ, ერთ-ერთ გადაცემაში ნარკოდამოკიდებულის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, რადგან ის ყველანაირი სახით ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

,,მე რამდენიმე წელია, რაც 7 საათზე ეკლესიაში, ნარკოტიკებთან და ლოთობასთან დაკავშირებით პარაკლისებს ვიხდი. ეს ჩვენ ქვეყანაში დიდი პრობლემაა და ჩვენ ამის გამო ღვთის წინაშე ლოცვა შეგვიძლია. წლებია ვევედრები უფალს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მახსოვს, როდესაც ელენესთვის წესის აგება მომიწია მანქანაში საათნახევარი ხმით ვტიროდი. ეს ჩემთვის ძაან დიდი ტკივილი იყო.

გადავწყვიტე პარაკლისი გადამეხადა ბასიანთან, რადგან იქ ტელევიზიები მოვიდოდნენ და ამაზე საუბარს შევძლებდი. ნარკოტიკისგან ახალგაზრდები გვეხოცება. რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, გენოციდია. საუბრობენ მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკზე თვითონ ნარკოლოგები, როგორ შეიძლება, როდესაც შენ ეს ყველაფერი იცი თქვა, რომ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მიღება, რადგან არ კლავს. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ნარკოდამოკიდებულები არიან, ისინი წყდებიან ოჯახებს და საზოგადოებას”, – საუბრობს მამა შალვა კეკელია.

მსგავსი თემები