ლაზარე გრიგორიადისის 26 თებერვალს ჩანიშნული პროცესი მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო გადაიდო

26 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა მოსამართლეს, გადადებულია. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს როგორც გრიგორიადისის ოჯახი, ისე ადვოკატები.

ადვოკატების თქმით, დასკვნითი სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულება გახდა – მათ დღეს, 22 თებერვალს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეატყობინა მოსამართლის მდივანმა, რომ ორშაბათს ჩანიშნული პროცესი ვერ გაიმართებოდა. ამ დროისთვის ადვოკატებმა არ იციან, როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო სხდომა.

დასკვნითი სხდომის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასრულებული იქნება და მოსამართლეს შეუძლია განაჩენი ან ამავე სხდომაზე გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად.

მსგავსი თემები