„7 წლიდან ვაფანატებ გველებზე“ – ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი

ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა, ერთ-ერთ გადაცემაში, ქარელში აღმოჩენილი 138 გველის შესახებ ისაუბრა.

„უმეტესი სახეობის გველები გამოსაზამთრებლად, ასე იკრიბებიან იმ ლოკაციაზე, სადაც შეძლებენ ზამთრის კლიმატური ყინვების გადატანას, მათთვის კი ეს აღმოჩნდა ასეთი ადგილი.

მინდვრებში იყო დიდი მილები ჩატანილი, რომელიც შედიოდა ამ სივრცეში, ალბათ სადღაც ამ მილებში შეძვრნენ, და სწორედ იქ მოხვდნენ…

სახლში მყავს მაგრამ მათთან ერთად არ მძინავს, ცალკე ლოკაცია მაქვს ამისთვის. კერძო სახლი მაქვს და ცალკე ტერარიუმი მაქვს აშენებული. 7 წლიდან გველებზე ვაფანატებდი და მერე უკვე პროფესიულში გადაიზარდა”, – ისაუბრა მან.

მსგავსი თემები