„პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება გახლეჩილია იდეური ან ღირებულებითი ნიშნის მიხედვით“ – პარლამენტის თავმჯდომარე

„დეზინფორმაციამ წალეკა ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში. დეზინფორმაციამ განაპირობა ემოციები, ხოლო ემოციებმა გამოიწვია დიდი უარყოფითი ენერგიის დაგროვება პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხშირად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ უარყოფით ენერგიას „პოლიტიკურ პოლარიზაციას“ უწოდებენ.

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია. პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი წარმოადგენს პოზიციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ. თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი სწორედ რადიკალიზმის ამგვარი გამოვლინებითაა დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ რადიკალიზმის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები