„თუ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება“ – დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დანია უკრაინას უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში  250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

როგორც მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, თუ ყველა ერთად არ დადგება, უკრაინა ვერ გადარჩება.

„დანიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება. თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად, შესაძლოა, ვერს ევროპა გადარჩეს… აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ გააკეთებს, არამედ ახლა, როცა ამის საჭიროება ძალიან დიდია“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

 

მსგავსი თემები