17 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და ქუჩაში დააგდო

17 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და ქუჩაში დააგდო. გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ახალშობილი ბიჭის ცხედარი 20 თებერვალს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან აღმოაჩინეს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბავშვის დედა 17 წლის ვორონეჟის მკვიდრია. გოგონამ პოლიციაში აღიარა, რომ ბავშვი თავად გააჩინა, შემდეგ კი მოიშორა.

„ჩატარდა შემთხვევის ადგილისა და ბავშვის ცხედრის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა იმის დასადგენად, ბავშვი ცოცხალი იყო თუ მკვდრად დაბადებული, ასევე მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, გამოიკითხა სავარაუდო დედა“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ დროისთვის გამომძიებლები მომხდარის ყველა გარემოებას ადგენენ. შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღება საპროცესო გადაწყვეტილება, განმარტავენ რეგიონულ საგამოძიებო კომიტეტში.

მსგავსი თემები