„ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს, ფულის შოვნის ყალბი მეთოდები დაივიწყოს და უცხოური ფულის დახმარებით ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ნუ ახდენენ.

„არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ქართველი ხალხის ინტერესში ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? იმიტომ, რომ დაფინანსების იმ სქემებში ხართ, იმ ქვეყნებიდან დაფინანსების, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები. ეს არის პრობლემა, ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით და ამას უნდა შეეშვათ. გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს, ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა“ – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტში.

 

 

მსგავსი თემები