საქართველოს სულ მცირე სამი მოქალაქეა რუსეთის ტყვეობაში

უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების  ზუსტი რაოდენობა

არ სახელდება, მათი ვინაობა ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მოტივით არაა გასაჯაროებული.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, 41 წლის გიორგი ჩუბითიძე რუსეთის ტყვეობაში რჩება. მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ 2023 წლის 14 ნოემბერს გახდა ცნობილი,მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მისი გამოკითხვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში გიორგი ჩუბითიძესთან ერთად ჩანს გიორგი გოგლიძეც, უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც რუსებმა დაატყვევეს.

ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. გოგლიძეს შუბლთან მცირედი დაზიანებაც ეტყობა.

აფხაზეთიდან დევნილი 22 წლის მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, მას შემდეგ, რაც მისი ქვედანაყოფი „აზოვსტალის“ დატოვების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას დაემორჩილა.

მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია.

მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მამუკა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ 2022 წლის მარტში მოხვდა, მაშინ როცა „აზოვის“ მებრძოლების დასახმარებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.

 

მსგავსი თემები