“ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო – გამოჯანმრთელდა“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და რადიკალიზაციის მორევში გადაეშვა.

დეზინფორმაციის კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ექს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და გამოჯანმრთელებული პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში”, – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები