გერმანიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები ასევე ეჭვმიტანილები არიან სხვადასხვა მაღაზიიდან ნივთებისა და ტანსაცმლის ქურდობაში. სამივე ქართველი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

დედაქალაქში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანები პიკის საათებში შეზღუდულად გადაადგილდებიან

თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დადგენილია ის არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. ასევე, განსაზღვრულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შესაბამისი გამონაკლისები. „არსებობს არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის – ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე, ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და…

მეტი...

,,ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი, დედა წასულია საზღვარგარეთ” – ბაღდათში დაკარგულებს ისევ ეძებენ

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი. ,,ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპულები არიან იქ მამა და სამი შვილი, ტყუპები არიან გოგოები 15 წლისები. მესამე ოჯახში დედა-შვილი…

მეტი...

,,ჩინეთი და ჟენევის ფორმატი შევაჯიბროთ” – ფრიდონ ინჯია

საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდო ინჯია ჩინეთისა და ჟენევის ფორმატის “შეჯიბრებას ითხოვს”. დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანიში ჩინეთთნ მეტად დაახლოების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  “ჩინეთთან კავშირი” უფრო მომგებიანი იქნება. როგორც მან განმარტა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს და სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი. ,,ჟენევის ფორმატით, თითქმის 15 წელია საქართველოს ქვეყნის განვითარებასთან და დეოკუპაციასთან ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. ფორმატში წარმოდგენილია სამი მხარე ამერიკა, რუსეთი და საქართველო. რუსეთის მხარემ თავი დაიცვა და ის წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ინტერესიც არ აქვს. ამერიკას აწყობს სტატუსი და დიდად არაა დაინტერესებული ჩვენ გადავწყვიტავთ თუ არა ამ საკითხს. თუ ასე…

მეტი...

სტიქიას ებრძვიან ხაშურში – დაიტბორა სახლები და გზები, წაქცეულია ხეები, დაზიანდა სახურავები

უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქალაქ ხაშურში. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები. ,,გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს. მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა, განუწყვეტელი ნალექი სამუშაოების მიმდიანრეობას ხელს უშლიდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში “ქართულ ოცნებასაც” იწვევს

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ოპოზიციის გარდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს. „გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

მეტი...

სოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროსითვის მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი. „ამ დროისთვის ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება…

მეტი...

კანადამ “ჰამასის” ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

კანადამ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო, “ჰამასის” 11 ლიდერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სანქციები მიზნად ისახავს “ჰამასის” შესაძლებლობის შეზღუდვას, მოიზიდოს დაფინანსება ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი ტერორისტული თავდასხმებისთვის. ქვეყნისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქციების კანონმდებლობა “არასახელმწიფო აქტორის” მიმართ გამოიყენება. სანქცირებული პირების სიაშია “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი, დაჯგუფების სამხედრო ლიდერი მუჰამედ დეიფი, ასევე “ისლამური ჯიჰადის პალესტინაში” სამხედრო ლიდერი აკრამ ალ-აჯური.

მეტი...

,,განვიხილავთ “ჰამასის” პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან” – ბლინკენი

,,განვიხილავთ “ჰამასის” პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,როგორც იცით, კატართან და ეგვიპტესთან ერთად წარმოვადგინეთ სერიოზული წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა არა უბრალოდ წინა შეთანხმების გამეორებას, არამედ მის გაფართოებას. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, “ჰამასი” წინადადებას გამოეხმაურა. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ პასუხს და ხვალ ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან”, – განაცხადა ბლინკენმა.

მეტი...

,,სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე” – ლერი ბარნაბიშვილი

,,სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, რომელიც იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ დრომდე, გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზებიც. პარალელურად, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაც. ,,6 თებერვალს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ზიანი მიაყენა მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, მაღალმთიან აჭარაში არის მსხვერპლი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში, სადაც ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 600-ზე მეტი სახლი, სკოლები საბავშვო ბაღები. სტიქია განვითარდა ძირითადად ქარის, დიდთოვლობის და ძლიერი წვიმის სახით, რამაც წყალდიდობები გამოიწვია.…

მეტი...

ბათუმში მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ფეხით მოსიარულე სამ მოქალაქეს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა Ajaratimes ავრცელებს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ჩილეში ავიაკატასტროფას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინერა ემსხვერპლა. ვერტმფრენი ჩილეს სამხრეთით, ლოს რიოსის რეგიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტორფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცნობისთვის, პინერა ჩილეს პრეზიდენტი პირველი ვადით 2010 წლიდან 2014 წლამდე, შემდეგ 2018 წლიდან 2022 წლამდე იყო.

მეტი...

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ეძებენ მამას და მის 3 არასრულწლოვან შვილს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ახლობლების თქმით, ეძებენ მამას და მის სამ შვილს. ,,წუხელ ერთი ადამიანი ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი,15-16 წლამდე”, – ამბობს ადგილობრივი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა, 200-მდე მეხანძრე მაშველი. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულების ცხედრებს პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ. “ქართული ლეგიონის” მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში, ამ წლიდანვე ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.  

მეტი...

ტრაგედია იმერეთში – 3 ცხედარი ნაპოვნია, დანარჩენებს ეძებენ

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ტრადეგია მოხდა. მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. მიწის მასაში 9 ადამიანი მოყვა. 3 ცხედარი იპოვნეს, დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს. მათ შორის არიან ბავშვებიც. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ. სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.  

მეტი...