გერმანიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები ასევე ეჭვმიტანილები არიან სხვადასხვა მაღაზიიდან ნივთებისა და ტანსაცმლის ქურდობაში.

სამივე ქართველი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები