პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში “ქართულ ოცნებასაც” იწვევს

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ოპოზიციის გარდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს.

„გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

მსგავსი თემები