უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულების ცხედრებს პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ. “ქართული ლეგიონის” მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში, ამ წლიდანვე ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

 

მსგავსი თემები